Skip to content

პროექტის მიზანი და მცირედი ისტორია🔗

მსურს გაგიზიაროთ პროექტი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა პირადი სარგებლობისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს სხვებისთვისაც.

ცოტა რამ ჩემი გამოცდილების შესახებ. მე შორს ვარ პროგრამირებისგან და ვებ დეველოპმენტი ჩემთვის ახალი და უცხო სამყაროა. მაგრამ საძიებო სისტემების ძალისხმევისა და ჩემი მუდმივი ძიების წყალობით, მე შევძელი ვებ აპლიკაციის შემუშავება, რომელის მოძიება ინტერნეტში, ჩემის აზრით, საკმაოდ რთულია.

SerialTree არის საუკეთესო ხელსაწყო ჩემი სერიების სიის ორგანიზებისთვის. ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რამდენად რთულია ხანდახან თვალყური ადევნოთ სატელევიზიო შოუებს, რომლებსაც უყურებთ. ეს პროექტი ამ პროცესის გასაადვილებლად შევქმენი და მიუხედავად იმისა, რომ კოდი შეიძლება არ იყოს სრულყოფილი, ის სრულფასოვნად აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

ვისაც გაქვთ სურვილი შეგიძლიათ გაუმჯობესების მიზნით შეიტანოთ ცვლილებები მასში რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის SerialTree-ს აპლიცაკიას.

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები, მოსაზრებები, წინადადებები ან გსურთ თქვენი ცვლილებების გაზიარება, შემოგვიერთდით Discord-ის ჯგუფში.

მადლობას გიხდით SerialTree-ი პროექტით დაინტერესებისთვის!

პატივისცემით, Georgia IT Helpers-ი🔗