მონაცემთა ბაზის დაკავშირება

XAMPP ეს არის ლოკალური ვებ სერვერი, რომელსაც ძირითადად გამოიყენებენ დეველოპერები, რათა მიეცეთ საშუალება ლოკალურად დაჰოსტონ, მათ მიერ შემუშავებული ვებ აპლიკაციები, თუ უბრალოდ ვებ გვერდები.

მონაცემთა ბაზასთან მუშაობა და მომხმარებლის შექმნა არ დაგავიწყდეს ის რომ მონაცემთა ბაზა შედგება ტეიბლისგან

გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა შექმნათ მონაცემთა ბაზა თქვენთვის სასურველი დასახელებით.

CREATE DATABASE serialtree;
იმისათვის, რომ თქვენს მონაცემთა ბაზაში შეძლოთ შეინახოთ პროექტით გათვალისწინებული ჩანაწერები საჭიროა შექმნათ მონაცემთა ცხრილები.

ამისათვის გამოიყენეთ ბრძანება:

USE serialtree;

შემდგომ დააკოპირეთ და ჩასვით ცხრილის შექმნისთვის SQL მოთხოვნა.

CREATE TABLE series (
    id INT(11) AUTO_INCREMENT PRIMARY KEY,
    title VARCHAR(255) NOT NULL,
    season INT(11) DEFAULT NULL,
    episode INT(11) DEFAULT NULL,
    link VARCHAR(255) DEFAULT NULL
);

შექმენით მომხმარებლის ანგარიში:

GRANT ALL PRIVILEGES on serialtree.* to 'tree'@'localhost' IDENTIFIED BY 'treepass';

როდესაც მონაცემთა ბაზა შეიქმნება და შექმნით მომხმარებლის ანგარიშს დაბლა მოცემულ ყველა ფაილში უნდა იპოვოთ და ჩაანაცვლოთ სტრიქონი რომელიც განთავსებულია მონაცემთა ბაზასთან დაკავშირება-ის ქვემოთ თქვენს მიერ შექმნილი მონაცემებით.

├── delete.php
├── index.php
├── save.php
└── update.php

მაგალითად:

// მონაცემთა ბაზასთან დაკავშირება
$dbHost = 'localhost';
$dbName = 'serialtree';
$dbUser = 'tree';
$dbPass = 'treepass';

თუ გამოიყენბთ Linux-ს, სწრაფი ჩანაცვლებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბლა მოცემული ბრძანება:

სწრაფი ჩანაცვლება
sudo sed -i 's/serialtree/db_name/g; s/tree/user_name/g; s/treepass/passwor/g' *.php

Warning

მანამ ბრძანებას გამოიყენებთ გადაინაცვლეთ პროექტის მთავარ დირექტორიაში.

პროექტში არსებული yaml ფაილის გაშვებისას, თქვენ გეძლევათ ინტერაქტიული cli, სადაც შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენს მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზის ინფორმაცია, რომელიც ავტომატიურად იქნება ჩანაცვლებული აპლიკაციის თვითოეულ საკონფიგურაციო ფაილში.

რა არის საჭირო YAML ფაილთან სამუშაო
sudo apt install ansible

ansible-playbook DB_replace.yaml